როგორ შევამციროთ საწვავის ხარჯი ?
როგორ შევამციროთ საწვავის ხარჯი ?

 

alt

საწვავის ფასი ყოველთვის მწვავე თემაა მძღოლებს შორის, ის ყოველთვის იმატებს და შესაბამისად ხარჯებიც იზრდება. ამ სტატიაში ჩვენ შემოგთავაზებთ რჩევებს, რომ დაგეხმაროთ ამ ხარჯების შემცირებაში.

 

 

შეამოწმეთ ავტომობილი რეგულარულად

 alt

როდესაც ავტომობილი გამართულია ის მაქსიმალურად ნაკლებ საწვავს მოიხმარს, ამიტომ აუცილებლად უნდა შეამოწმოთ:

ჰაერის და საწვავის ფილტრები - დაბინძურებული ფილტრები მკვეთრად ზრდის მოხმარებული საწვავის რაოდენობას, შესაბამისად ხარჯს.

ზეთები - ყველა ძრავს განსხვავებული ტიპის ზეთი ჭირდება, აუცილებელია რომ ძრავის შესაბამისი ზეთები გამოიყენოთ. ხშირად ავტომობილს ძრავის სიახლოვეს ან კაპოტის შიდა მხარეს აწერია კონკრეტული ზეთის ხარისხი რომელიც უნდა ჩაასხათ იდეალური წვისთვის.

საბურავები - საბურავებში რეკომენდირებული წნევა უნდა იქნას შენარჩუნებული, წნევის დაცემასთან ერთად მცირდება საბურავის მუშაობის რესურსიც და შესაბამისად იზრდება საწვავის ხარჯებიც. რეკომენდირებულია რომ საბურავებში წნევა თვეში ერთხელ იქნას შემოწმებული და თანაბრად იყოს დაბერილი.

 

ნუ დატვირთავთ ზედმეტად

 alt

ავტომობილის წონის ზრდა პირდაპირ აისახება საწვავის ხარჯზე.

რაც უფრო დატვირთულია ავტომობილი მით უფრო მეტი ენერგია და შესაბამისად საწვავი ჭირდება ავტომობილს, ამიტომ განთავისუფლდით ზედმეტი ნივთებისაგან. ამოიღეთ ყველაფერი რაც ყოველდღე არ გჭირდებათ, თითოეულ გრამს მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთი მძღოლი ამისათვის სათადარიგო საბურავებსაც და შესაბამის აღჭურვილობას სახლში ტოვებს თუმცა ამ უკანასკნელ ხერხს ნამდვილად არ გირჩევთ, რა იცით როდის დაგჭირდებათ.

 

ატარეთ რბილად

 alt

შეეცადეთ რომ სწორი დისტანცია დაიჭიროთ თქვენსა და თქვენს წინ მყოფ მანქანას შორის რომ თავი აარიდოთ უეცარ დამუხრუჭებას. ნუ ააჩქარებთ მანქანას უხეშად , გააკეთეთ ეს რაც შეიძლება ნელა და რბილად.

 

აკონტროლეთ სიჩქარე და მოერიდეთ მაღალ ბრუნებს

alt

სიჩქარის ხშირი ცვალებადობა საწვავის ხარჯს 20%-ით ზრდის. უმეტეს ავტომობილებზე, საწვავის მოხმარება 80 კმ/სთ სიჩქარეზე მაღლა იზრდება. კერძოდ, 96 კმ/სთ სიჩქარისას, ხარჯი 14 პროცენტით მეტია. ამიტომ, მგზავრობისას, ოპტიმალური სიჩქარის შენარჩუნებით, ხარჯის საშუალოდ 15 პროცენტით შემცირებაა შესაძლებელი.

არასდროს დაიწყოთ მოძრაობა ძლიერი გაზით! მთავარია, ტახომეტრის ისარი 2000- იშვიათად ან საერთოდ არ ასცდესთუ გსურთ, რომ თქვენმა მანქანამ მაქსიმალურად ნაკლები საწვავი მოიხმაროს, გამორიცხეთ ძრავის მაღალ ბრუნებზე მუშაობა.

 

თუ გაითვალისწინებთ ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს თქვენი ავტომობილი იმდენად ნაკლებს დაწვავს თქვენთვითონაც გაოცდებით.

თუ თქვენ დაგაინტერესებთ ავტომობილის განვადებით შეძენა,  icar.ge-ს საშუალებით ეს დაგიჯდებათ დღეში 10 ლარიდან და დამატებით მიიღებთ უამრავ საჩუქარს