რა არის ABS ?
რა არის ABS ?

 

 

 alt

 

არ აქვს მნიშვნელობა გამოცდილი თუ გამოუცდელი მძღოლი ხართ , გზაზე მოულოდნელი საფრთხე შეიძლება  შეგექმნათ და სწრაფად დამუხრუჭება მოგიწიოთ ავარიის თავიდან ასაცილებლად

 

სწორედ ამ დროს ერთვება საქმეში ABS (Anti-Lock Braking System), ის ხელს უშლის საბურავების გაჭედვას და გვაძლევს მეტ კონტროლს ავტომობილზე

 

 

 

როგორ მუშაობს ABS

alt 

ABS მუშაობს სენსორებით, ის თითოეულ საბურავზე არის დამაგრებული,  საბურავებს დამუხრუჭების დროს აკონტროლებს და ხელს უშლის მას გაჭედვაში. საბურავის გაჭედვის შემთხვევაში დამუხრუჭების დროს შეუძლებელია მოხვევა რადგან საბურავი არ მოძრაობს და ავტომობილიც ინერციით წინ აგრძელებს მოძრაობას/ცურდება

 

 

დადებითი და უარყოფითი მხარეები

 

უარყოფითი :

მიუხედავად იმისა რომ ABS ავტოსაგზაო შემთხვევებს გაცილებთ თავიდან, პროფესიონალი მძღოლები და ავტომრბოლელები ხანდახან არ იყენებენ ხოლმე მას.

 

·       ABS უფრო ეფექტური სწორ ქალაქის გზაზეა, სხვა შემთხვევებში (ხრეში , სოფლის გზა და ა.შ) პირიქით შეიძლება უფრო მეტი საფრთხე შეგიქმნათ. ავტოსპორტშიც ხშირად იცვლება გზის საფარი.

 

·       ABS-ის გარეშე მყოფი ავტომობილის ხუნდები მოსახვევში შესვლისას თანაბრად უჭერენ სამუხრუჭე დისკებს, ამ დროს 4-ივე საბურავი სხვადასხვა სიჩქარით ბრუნავს, შედეგად ასეთ მანქანას თუ დავამუხრუჭებთ ყველა არათანაბარი სიჩქარით მოძრავი საბურავი გაიჭედება თანაბრად და დაიწყება ცხვირის ან მთლიანად მანქანის მოცურება.

 

·       პროფესიონალი მძღოლი ხშირ შემთხვევაში არ ამუხრუჭებს მოსახვევში. ამუხრუჭებს მოსახვევამდე და ამიტომაც არ გამოიყენება ხოლმე ABS.

 

·       ABS - ს სამუხრუჭე მანძილი უფრო მეტი აქვს ამიტომ მანძილის მოგების მიზნით ავტოსპორტში არ გამოიყენება ხოლმე ის.

 alt

დადებითი :

ABS ფატალური ინციდენტების თავიდან ასაცილებლად უდიდეს როლს თამაშობს. ის ისეთივე კარგია ახალბედა მძღოლებისთვის როგორიც პროფესიონალებისთვის. ABS უსაფრთხოების უმთავრესი სისტემაა, რომელიც არ აძლევს საშუალებას მანქანას რომ მოსრიალდეს, შესაბამისად ამცირებს ავარიის შანსს

 

·       ახალბედა მძღოლებს რომლებსაც ხშირად მოსდით შეცდომები , ხშირ შემთხვევაში მაშინ უწევთ დამუხრუჭება როცა ამის საჭიროება არ არის. ABS დიდ სამსახურს უწევს ასეთ მძღოლებს

 

·       ABS სწორ ქალაქის გზებზე თავის დაზღვევის მიზნით აუცილებელია, არ აქვს მნიშვნელობა როგორი გამოცდილიც არ უნდა იყოს მძღოლი ყოველთვის იქნება შემთხვევები როცა მოსახვევში უეცრად მოუწევს დამუხრუჭება და ABS-ის დახმარებით ძალიან ცუდ ავარიას აიცილებს თავიდან.


alt

დასკვნა

 

ავტოსპორტისგან განსხვავებით (ხანდახან ავტოსპორტშიც) ABS უდიდეს როლს თამაშობს უსაფრთხოების მხრივ და თავის დაზღვევის მიზნით ყველას ვურჩევთ მას, პროფესიონალსაც და ახალბედასაც.

 alt
თუ თქვენ დაგაინტერესებთ ავტომობილის განვადებით შეძენა,  icar.ge-ს საშუალებით ეს დაგიჯდებათ დღეში 10 ლარიდან და დამატებით მიიღებთ უამრავ საჩუქარს