რატომ არის ნორვეგია ელექტრო ავტომობილებით სავსე ?
რატომ არის ნორვეგია ელექტრო ავტომობილებით სავსე ?

 

 


alt


ბოლო
წლების განმავლობაში სკანდინავიის ქვეყნებში და განსაკუთრებით ნორვეგიაში ძალიან მომრავლდა ელექტრო ავტომობილები,  ნორვეგიული საგზაო მოძრაობების (Opplysningsrådet for Veitrafikken) ინფრომაციის მიხედვით 2018 წელს ახლად დარეგისტრირებული 147 929 ავტომობილიდან 31.2% ელექტრო ავტომობილი იყო (აქედან დაახ. 4000 ტესლა).

მათი ასეთი პოპულარობა გამოიწვია ნორვეგიის მთავრობის მიერ გაკეთებულმა შეღავათებმა რომელსაც ელექტრო ავტომობილის მყიდველებს აძლევენ


რა შეღავათები აქვთ მყიდველებს

 

·         შემცირებული გადასახადები ავტომობილის იმპორტზე

 

·         შემცირებული ხარჯები დამტენებზე და პარკინგზე

 

·         პრივილეგიები გზებზე

 

 

შემცირებული გადასახადები ავტომობილის იმპორტზე

 

მყიდველის კიდევ უფრო წასახალისებლად , ნორვეგიის მთავრობამ საერთოდ გაანულა დამატებითი გადასახადის უმეტესობა (CO2 - ის და NO-ს გადასახადის დაფარვა ელექტრო ავტომობილის მყიდველებს ისედაც არ უწევდათ) . იმის დასადგენად თუ რამხელა სხვაობაა ერთი და იგივე ავტომობილის ელექტრო მოდელსა და ბენზინის მოდელის ფასებს შორის მოცემულია ცხრილი :

 

alt 

alt 

Volkswagen Golf 110 TSI 110hk businessline (2017)

Wolkswagen e-Golf (exclusive)

ფასი -  18 442

ფასი - 26 536 €

CO2-ის გადასახადი - 3250 € (109 გ/კმ)

CO2-ის გადასახადი - 0 €

NOx-ის გადასახადი - 231 € (31,9 მგ/კმ)

NOx-ის გადასახადი - 0 €

წონის გადასახადი - 2200 € (1162 კგ)

წონის გადასახადი - 0 € (1510 კგ)

25% დ.ღ.გ - 6091 €

25% დღგ - 0 €

ჯამში - 30 214 €

ჯამში - 26 536 €

სხვაობა - 3678 €

 

დღგ განულებულია ლიზინგის შემთხვევაშიც

 

 

შემცირებული ხარჯები დამტენებზე და სადგომებზე

 

დღესდღეობით ნორვეგიაში არსებობს 10 000 -ზე მეტი დამტენი.მთავარ გზებზე ყოველ 50 კმ-ში მინიმუმ 2 დამტენი დგას. ზოგიერთი საჯარო დამტენი უფასოა მაგრამ მის გამოსაყენებლად საჭიროა სპეციალური „გასაღების“ ყიდვა.

რაც შეეხება სადგომებს, ელექტრო ავტომობილის მფლობელებისთვის საჯარო სადგომების  გადასახადი განახევრებულია, ზოგ ქალაქში კი უფასო (2017 წლიდან თითეული მუნიციპალიტეტს შეუძლია გადაწყვიტოს ფასიანი იქნება თუ უფასო ავტოსადგომები, მაგ: ოსლოში ავტოსადგომები უფასოა ხოლო ტრონდჰეიმში ისევ ფასიანი დარჩა). 2019 წლის 1-ლი ივლისიდან კი ავტოსადგომებზე დამონტაჟდება ელექტრო დამტენები.

 

alt 

პრივილეგიები გზებზე

 

ნორვეგიაში ელექტრო ავტომობილებს აქვთ უფლება რომ იარონ საჯარო ტრანსპორტის გზებზე.

 

 alt

P.S. ელექტრომობილების მძღოლები პრივილეგიებით საქართველოშიც ისარგებლებენ. 
მაგალითად: 

  • მყიდველი გათავისუფლებული იქნება განბაჟების გადასახადისგან
  • თბილისის მერია ელექტრომობილების მფლობელებს სახლთან დაუმონტაჟებს დასატენ სადგურებს


მოკლედ, იმის გარდა რომ ელექტრომობილი ეკო-მეგობრული მანქანაა და ძალიან ამცირებს მძღოლის ხარჯებს, მას აგრეთვე დიდი მხარდაჭერაც აქვს 
სახელმწიფოებისგან

თუ თქვენ დაგაინტერესებთ ავტომობილის განვადებით შეძენა,  icar.ge-ს საშუალებით ეს დაგიჯდებათ დღეში 10 ლარიდან და დამატებით მიიღებთ უამრავ საჩუქარს


წყარო: https://elbil.no/english/norwegian-ev-policy/