2020 Nissan Versa-ს დებიუტი, უფრო ლამაზი და უსაფრთხო
2020 Nissan Versa-ს დებიუტი, უფრო ლამაზი და უსაფრთხო



12 აპრილს ჩატარებულ Rock The Ocean’s Tortuga Music Festival-
ზე ახალი Nissan Versa-ს დებიუტი შედგა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

მიუხედავად იმისა რომ Nissan Versa ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მანქანაა ამერკიაში, დაბალი ფასის გარდა თითქმის არაფრით გამოირჩეოდა, მაგრამ როგორც ფესტივალზე გამოჩნდა, ამ მოდელმა ვიზუალურად საკმაოდ დიდი ცვლილებები განიცადა. ნისანმა დაადასტურა რომ 2020 წლისთვის Nissan Versa-ს ჰეჩბექ მოდელი აღარ გამოვა და შედეგად ახალი სედანი მივიღეთ.

 

alt

ახალი მოდელი უფრო კომპაქტურია, აქვს ავტომობილის დასაძრავი ღილაკი, 3 USB-ს შესაერთებელი (წინა წლის მოდელისგან განსხვავებით რომელსაც მხოლოდ 1 აქვს). ასევე დამატებული აქვს ავტომატური კლიმატ კონტროლი, Apple CarPlay და Android Auto, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ Apple-ს ან Android-ის მოწყობილობებით აკონტროლოთ ავტომობილის სხვადასხვა ფუნქციები. მოდელი მძღოლს ძველებურად 5 სიჩქარიან მექანიკურ ან ავტომატურ Xtronic გადაცემათა კოლოფს სთავაზობს. ახალ ვერსას აქვს უფრო ძლიერი, 1.6 ლიტრიანი 4 ცილინდრიანი ძრავა და 122 ცხენის ძალა რომელიც წინა მოდელთან შედარებით 13-ით მეტია


alt

ამ ყველაფერთან ერთად მოდელის დიზაინიც მკვეთრად გაუმჯობესდა, აქვს უფრო დახვეწილი ფორმები და ცხაურმაც ნისანისთვის ჩვეული “V”-ს ფორმა მიიღო. ნისანმა თავის ავტომობილს უფრო „ენერგიული“ უწოდა, ასევვე მათი განცხადებით მოდელი ზომაშიც გაიზარდა

alt
მარცხნივ - 2019 წლის მოდელი, მარჯვნივ - 2020 წლის მოდელი

 ნისანს ჯერ კიდევ არ დაუდასტურებია ზუსტი ფასი, მაგრამ დიდი ალბათობით შეეცდებიან რომ ახალი ვერსაც ხელმისაწვდომი იყოს. სხვა დეტალები ცნობილი იქნება ნიუ-იორკის ავტო შოუზე სანამ ავტომობილი გაყიდვაში ამ ზაფხულს ჩაერთვება.

alt


თუ თქვენ დაგაინტერესებთ ავტომობილის განვადებით შეძენა,  icar.ge-ს საშუალებით ეს დაგიჯდებათ დღეში 10 ლარიდან და დამატებით მიიღებთ უამრავ საჩუქარს