შემდეგი თაობის Tesla Roadster-ის გასაოცარი დიაპაზონი
შემდეგი თაობის Tesla Roadster-ის გასაოცარი დიაპაზონი


2020-წლისთვის დაანონსებულ ახალი თაობის Tesla Roadster-ს, არსებული ელექტრო ავტომობილებიდან ყველაზე დიდი - 1000კმ-ზე მეტი დიაპაზონი ექნება.

თავდაპირველად ავტომობილის შესახებ ტესლას აღმასრულებელმა დირექტორმა ელონ მასკმა 2017 წლის ნოემბერში ისაუბრა და განაცხადა რომ ავტომობილი ერთი სრული დატენვით 1000 კმ-ის გავლას შეძლებს.

 

რამდენიმე დღის წინ კი მასკის ოფიციალური თვითერის დახმარებით გავიგეთ რომ ახალი ავტომობილი 1000კმ-ზე მეტის გავლას შეძლებს ერთი  სრული დატენვით

alt

ესეთი დიაპაზონი ელექტრო ავტომობილისთვის ნამდვილად გასაოცარია. ახლა მხოლოდ ისღა დაგვრჩენია რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და ვნახოთ მართლა შეძლებს თუ არა  1000კმ-ზე მეტის გავლას ახალი თაობის Roadster-ი, გავითვალისწინოთ ის ფაქტიც რომ ტესლას ყველა „დაპირება“ რომელიც დაანონსებული ავტომობილის შესაძლებლობების შესახებ იყო გაკეთებული სიმართლეს შეესაბამება.


alt

რაც შეეხება სხვა დეტალებს, ტესლა გეგმავს რომ ახალი
Roadster-ი ყველაზე სწრაფად აჩქარებადი ავტომობილი გახდეს. როგორც ცნობილია 0-დან 100-კმ/სთ-მდე ასვლას ავტომობილი 1.9 წამში შეძლებს, შედარებისთვის Roadster-ი უფრო მალე შეძლებს 160კმ/სთ-ს განვითარებას ვიდრე ახალი BMW M4 - 100კმ/სთ-ის

ტესლას განცხადებით ავტომობილს 200კვტ/სთ-იანი ბატარეა და 3 ელექტრო ძრავა ექნება, რომლიდანაც 2 უკანა საბურავებზე იმუშავებს ხოლო 1 - წინაზე, რაც ავტომობილს 4x4-იან მანქანად აქცევს.

ტესლა „შეკვეთებს“ უკვე იღებს, მანქანის ყიდვა წინასწარ 195 000 დოლარად შეიძლება.

 
ეს კი ავტომობილის ოფიციალური სურათებია:


alt


alt

alt

alt

alt

alt

alt

alt

თუ თქვენ დაგაინტერესებთ რომელიმე ამ ავტომობილის განვადებით შეძენა, icar.ge-ს საშუალებით ეს დაგიჯდებათ დღეში 10 ლარიდან და დამატებით მიიღებთ უამრავ საჩუქარს