ინოვაციური ავტომობილები - ნაწილი პირველი
ინოვაციური ავტომობილები - ნაწილი პირველი

 

ისტორიის განმავლობაში მრავლად იყო ავტომობილის მწარმოებელი კომპანიები რომლთა ავტომობილები ინოვაციური და განსხვავებული დიზაინით თუ ტექნოლოგიებით გამოირჩეოდა. ზოგიერთმა მათგანმა გაამართლა და დიდი წვლილი შეიტანა ავტოინდუსტრიის განვითარებაში და მათ მიერ გამოყენებული ტექნოლოგიები თუ დიზაინი დღემდე გამოიყენება, ზოგმა კი გარკვეული მიზეზების გამო ვერ გაამართლა. ამ სტატიაში ჩამოთვლილი იქნება ყველა გამორჩეული, წარმატებული თუ წარუმატებელი ინოვაციური ავტომობილი ისტორიის მანძილზე.



1.Panhard (1891)


alt


პანჰარდის ისტორია 1891 წელს დაიწყო როცა დაიმლერისგან 2 ცილინდრიანი ძრავის მქონე ავტომობილის წარმოების ლიცენზია მიიღეს. ემილ ლევასორის და რენე პანჰარდის მიერ დაარსებულმა კომპანიამ მალევე დაიწყო ავტომობილების გამოშვება. მათმა ავტომობილებმა 1890-იან და 1900-იან წლებში მრავალი გამძლეობის რბოლა მოიგეს. მაგრამ 1908 წელს რამდენიმე ფატალური ავტოავარიის შედეგად პანჰარდმა შეწყვიტა რბოლებში მონაწილეობის მიღება. ამის შემდეგ კომპანიამ სხვადასხვა ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავება დაიწყო და 1910 წელს უსარქველო ძრავის მქონე ავტომობილი გამოუშვა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კომპანიამ ფინანსური პრობლემების გამო ყურადღება უფრო ხელმისაწვდომი ავტომობილების შემუშავებაზე გადაიტანა, მაგრამ ინოვაციური კომპანიის სახელის დატოვების მიზნით თავისი ავტომობილები უფრო აეროდინამიური გახადა, საწვავის ეკონომიის მიზნით უფრო მსუბუქ მასალებს იყენებდა, მაგრამ კონკურენტებზე მეტი წარმატება მაინც ვერ მოიპოვა და ფინანსური პრობლემებიც ვერ მოგვარდა. საბოლოოდ 1965 წელს კომპანია სიტროენმა იყიდა, ხოლო ორი წლის შემდეგ პანჰარდი საბოლოოდ დაიხურა.




2.Rumpler Motor Company (1921)


alt


ცნობილ ავსტრიელ ინჟინერს ედმუნდ რამპლერს, ავიაინდუსტრიაში მიღებული გამოცდილების, ავტოინდუსტრიაში გამოყენება სურდა და 1921 წელს წყალქვეშა ნავის ფორმის მქონე ავტომობილი Tropfenwagen-ი გამოუშვა. იდეაში ავტომობილს თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე უნდა გაემართლებინა. მანქანა აეროდინამიური იყო და ჰაერის წინააღმდეგობის დაძლევა იგივენაირად შეეძლო როგორც ეს ახალ შევროლე ვოლტს შეუძლია, გარდა ამისა ავტომობილს ბევრი საწვავის დახარჯვის გარეშე შეეძლო 105 კმ/სთ სიჩქარის განვითარება.

რამპლერის ამ წესით „შესანიშნავ“ იდეას ვერანაირი მარკეტინგული კამპანია ვერ უშველიდა. ავტომოყვარულები ვერანაირად ვერ უჭერდნენ აზრს ავტომობილის ეკონომიურობას როცა 105კმ/სთ ის განვითარება მაშინდელი გზების გამო შეუძლებელი იყო. მყიდველს საერთოდ არ მოსწონდა „ინოვაციური“ ფორმა ამას კიდევ ემატებოდა ის ფაქტი რომ დიზაინის გამო ავტომობილი საშინლად არატევადი იყო. ავტომობილი იმდენად არაპოპულარული იყო რომ რამპლერმა ბოლო ეგზემპლიარები გერმანულ ფილმის სტუდიას მიჰყიდა რომელმაც ავტომობილები 1926 წლის ფილმ „მეტროპოლისში“ დასაწვავად გამოიყენა.

1 წლის განმავლობაში სულ 100 ეგზემპლიარი იქნა გამოშვებული, დღესდღეობით კი 10-ზე ნაკლები არის დარჩენილი.




3.Volvo (1927)


alt


სიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია თავიდანვე ინოვაციური ავტომობილებით არ იყო გამორჩეული. კომპანიამ ამაზე სერიოზულად ფიქრი 1935 წელს დაიწყო როცა PV 36 გამოუშვა. მოდელი სხვა ავტომობილებისგან აეროდინამიურობით გამორჩეოდა, მაგრამ მანქანამ პოპულარობა ვერ მოიპოვა, ბევრი თვლიდა რომ ავტომობილი ძალიან მძიმე და ძვირი იყო. მოდელს კი მეტსახელად კარიოკა შეარქვეს.

წარუმატებლობის მიუხედავად კომპანია არ გაჩერებულა და 1959 წელს პირველად გამოუშვა სამკუთხა ღვედების მქონე ავტომობილი (დაბლა მოცემულია სურათი). ყველაზე გამორჩეული კი ის ფაქტია რომ ვოლვომ სამკუთხა ღვედები არ დააპატენტა და შესაბამისად სხვა მწარმოებლებსაც შეეძლოთ როიალტის გადასახადის გარეშე გამოეყენებინათ ახალი ტექნოლოგია. დღესდღეობით კი არ არსებობს ავტომობილი რომელსაც სამკუთხა ან სხვა მრავალკუთხა ღვედები არ ჰქონდეს.


alt

 




4.Cord (1929)


alt


იმ ერაში სადაც უკანა ამძრავი ავტომობილები ჭარბობდნენ, ინდიანაში დაარსებულმა ქორდმა წინა ამძრავიანი ავტომობილის გამოშვება გადაწყვიტა რომელსაც L-29 უწოდა. ეს იყო პირველი წინა ამძრავიანი ავტომობილი რომელიც ამერიკაში იქნა მოსობრივად წარმოებული და მსოფლიოს სხვა ნაწილებსაც კარგად ეწყობოდა. სამწუხაროდ დიდი დეპრესიის გამო L-29 აღარ იყიდებოდა და მოდელის გამოშვება 1931 წელს შეწყდა.

4 წლის განმავლობაში კორდისგან ახალი არაფერი ისმოდა, 1935 წელს კი ახალი მოდელი Cord 810 გამოუშვა, რომელიც იგივე წინა ამძრავიანი იყო. ეს ავტომობილი გამოირჩეოდა „მომავლის“ დიზაინით, რამდენიმე წლის შემდეგ კი მისი გაუმჯობესებული ვარიანტი 812 გამოუშვეს მაგრამ ამ ინოვაციებმა კომპანიის გაკოტრება ვერ შეაჩერა და საბოლოოდ ქორდი 1937 წელს დაიხურა.

აშკარაა რომ ქორდის ამ ინოვაციური „ქმნილების“ შედეგად მსოფლიოში მომრავლდა წინა ამძრავიანი ავტომობილების რიცხვი




5.BMC Mini (1959)


alt


კიდევ ერთი წარმატებული კომპანია რომელიც დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მინის ისტორია 1950-იანი წლებიდან იწყება, ამ პერიოდში მთავარი ბრიტანული მწარმოებლები ნელ-ნელა გავლენას უფრო პატარა და კომპაქტურ ავტომობილებთან კარგავდნენ
. British Motor Corporation შემოკლებით - BMC-მ წარმოშობით ბერძენ დიზაინერს ალეკ ისინოისს, 4 კარიანი პატარა ავტომობილის დიზაინის შექმნა დაავალა, რაც მაშინ წარმოუდგენელი რამ იყო. გამოცდილმა ინჟინერმა საქმე იდეალურად შეასრულა, ზომის მიუხედავად ავტომობილი საკმაოდ ტევადი იყო, ძრავა და სხვა ნაწილები კი იდეალურად „ჩაატია“ მანქანაში.

მინი დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს, ისინოისსის იდეამ კი უდიდესი გავლენა იქონია ავტოინდუსტრიაზე.

 

 

 

გაგრძელება იქნება...


პ.ს. თუ  თქვენ დაგაინტერესებთ ავტომობილის განვადებით შეძენა, icar.ge-ს საშუალებით ეს დაგიჯდებათ დღეში 10 ლარიდან და დამატებით მიიღებთ უამრავ საჩუქარს