ინოვაციური ავტომობილები - ნაწილი მეორე
ინოვაციური ავტომობილები - ნაწილი მეორე





5.Stout Motor Car Company (1934)


alt


კიდევ ერთი ავიაინდუსტრიაში მოღვაწე რომელმაც ბედი ავტოინდუსტრიაში გამოცადა. 1934 წელს თვითმფრინავების დიზაინერმა უილიამ სტაუტმა კომპანია სტაუტი დაარსა და ისტორიაში ერთ-ერთ უპირველესი მინივენი სახელად Scarab გამოუშვა. ავტომობილის დიზაინი ექსტერიერით დაწყებული ინტერიერით დამთავრებული უფრო 2019 წლის ავტომობილს გავდა ვიდრე 1934 წლისას. ფასიც როგორც დიზაინს შეესაბამება საკმაოდ ძვირი 5000 დოლარი იყო რაც 2019 წლის ფასებით დაახლოებით 95 000 დოლარს უდრის.


alt

სამწუხაროდ მეორე მსოფლიო ომის შედეგად Scarab-ის წარმოება დასრულდა. ამ პერიოდში კომპანიამ მხოლოდ 9 ეგზემპლიარის გამოშვება მოასწრო.





4.Citroën DS (1955)


alt


სიტროენმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა როცა 1934 წელს Citroën Traction Avant გამოუშვა. შემდეგი 20 წლის განმავლობაში ავტომობილმა მომხმარებლები დაკარგა რადგან ამ დროის მანძილზე მანქანა თითქმის არ შეცვლილა. კომპანიას სახელის დასაბრუნებლად რაიმე განსხვავებული ჭირდებოდა და ამისათვის 1955 წელს Citroën DS გამოუშვა. მისი დებიუტი 1955 წლის პარიზის ავტოშოუზე შედგა. ახალი ავტომობილის დიზაინი მინიმუმ 20 წლით წინ იყო თავის დროზე.

მოდელმა კიდევ უფრო მეტი პოპულარობა  1967 წელს მოიპოვა როცა უფრო გაუმჯობესებული ძრავა მიიღო. მიუხედავად იმისა რომ ავტომობილი დიდი სისწრაფით არ გამოირჩეოდა, დიზაინითა და კომფორტულობით ვერცერთ ავტომობილი ახლოსაც ვერ მიდიოდა. იმ დროსაც კი როცა 1975 წელს ავტომობილის წარმოება შეწყდა, მისი დიზაინი მაინც გამორჩეული იყო. საბოლოოდ მოდელი 1975 წელს Citroën Cx-ით ჩანაცვლდა.





3.
Amphicar 770 (1961)


alt


გერმანული კომპანია
ყურადღების ცენტრში მოექცა როცა ცნობილი გახდა რომ მათი მოდელი 770 როგორც ხმელეთზე ისევე წყალში სიარულსაც შეძლებდა. კოპანიას იმედი ჰქონდა რომ ავტომობილი პოპულარობას მოიპოვებდა იმ ოჯახებში რომლებიც დასასვენებლად ხშირად ტბასთან ახლოს მიდიოდნენ. Amphicar 770 1961 წელს გამოვიდა და თავისი სტილის ავტომობილებიდან ერთადერთი იყო. მისი სახელ „770“ მის სიჩქარეებს აღნიშნავდა. 7მილი/სთ წყალში და 70 მილი/სთ ხმელეთზე (11კმ/სთ და  112კმ/სთ).

იდეაში ამ საკმაოდ გამოსადეგ მანქანას საკმაოდ დიდი პოპულარობა უნდა მოეპოვებინა მაგრამ სამწუხაროდ არც არავის არ სჭირდებოდა ასეთი ავტომობილი ამიტომაც მისი წარმოება 1965 წელს
შეწყდა. ახლა ასეთ ავტომობილებს მხოლოდ ფანტასტიკის ჟანრის კინოებშიღა თუ ვხედავთ.





2.Bricklin (1974)


alt


სუბარუს ამერიკაში დამაარსებელმა მალკოლმ ბრიკლინმა გადაწყვიტა დაეარსებინა თავისი ფირმა რომლის მთავარი მიზანი მაქსიმალურად უსაფრთხო ავტომობილების წარმოება იყო. კომპანიის პირველი მოდელი SV-1 იყო რომლის სახელი იშიფრებოდა როგორც “Safety Vehicle One” (უსაფრთხო ავტომობილი 1). კომპანია გეგმავდა რომ SV-1-ის შემდეგ მისი გაუმჯობესებული ვარიანტებიც SV-2, SV-3 და SV-4 გამოეშვა.

SV-1-ის დიზაინი სპეციალურად უსაფრთხოებისთვის იყო შექმნილი. ავტომობილს სალონში უსაფრთხოების კარკასი , ხოლო ასაწევი კარები საცობის დროს უფრო ადვილად გაღებისთვის ჰქონდა. მილიონების ინვესტიციის მიუხედავად ავტომობილები კარგად ვერ გაიყიდა და კომპანია 1975 წელს დაიხურა, SV-2, SV-3 და SV-4 გამოშვება კი ბრიკლინმა ვეღარ მოასწრო.





1.McLaren (1989)


alt


80-იან და 90-იან წლებს ნამდვილად არ აკლდა გასაოცარი მონაცემების მქონე სუპერავტომობილები მაგრამ მაკლარენს მაინც სჯეროდა რომ უკეთესი ავტომობილის გამოშვებაც შეიძლებოდა.
კომპანიას სურდა ყველაზე სწრაფი და ამავდროულად ყველაზე ადვილად კონტროლირებადი ავტომობილი შეექმნა. ამისათვის ავტომობილს ყველაზე კარგი სისწრაფე-წონასთან შეფარდება უნდა ჰქონოდა და კომფორტულიც უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ 1989 წელს ახალი მოდელი F1 გამოუშვეს.

ავტომობილმა უდიდესი წარმატება მოიპოვა და ფასის მიუხედავად იმაზე უფრო მეტი მყიდველი ყავდა ვიდრე მაკლარენი ელოდებოდა.

თავდაპირველად კომპანია არ გეგმავდა F1-ის რბოლაში გამოყენებას მაგრამ მომხმარებელმა დაარწმუნა მაკლარენი და 1995 წელს ავტომობილის GTR მოდელი გამოუშვეს. F1-მა 1995 წლის 24 hours of Le-Mans-ში მიიღო მონაწილება. ბრიტანულმა ფირმამ 1-ლი, მე-3, მე-4 და მე-5 ადგილები დაიკავა.