ინოვაციური ავტომობილები - ნაწილი მესამე
ინოვაციური ავტომობილები - ნაწილი მესამე




5.General Motors EV1 (1996)


alt


ბევრი ამბობს რომ ეს ავტომობილი არასწორ დროს იქნა შექმნილი, სხვები კი ამბობენ რომ EV1 უბრალოდ არ იყო საკმარისად კარგი. General Motors-მა ეს ავტომობილი 1996 წელს გამოუშვა. გამოშვებისთანავე ვარაუდობდნენ, რომ მანქანა ვერ გაიყიდებოდა და ეს მართლაც ასე მოხდა. 1990-იანებში ელექტრო ავტომობილებზე მოთხოვნა არ იყო ამიტომ კომპანიას EV1-ის შეწყვეტა 2003 წელს მოუწია. ელექტრომობილი ძალიან ცოტა მანძლის ფარავდა და დატენვასაც დიდ დროს ანდომებდა. მისი შესაძლებლობების გამო ბევრი EV1- 1990-იანების ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ავტომობილადაც თვლის





4.Toyota Prius (1997)


alt


პირველი თაობის პრიუსმა 6 წლიან პერიოდში ისეთი გავლენა მოახდინა ავტოინდუსტრიაზე როგორიც ძალიან ბევრ კომპანიას მთელი თავისი არსებობის განმავლობაში არ მოუხდენია. ტოიოტა არ ყოფილა პირველი ვინც ჰიბრიდული სისტემა გამოცადა, ასეთ ტექნოლოგიებს საფუძველი მეოცე საუკუნის ბოლოს ჩაეყარა, მაგრამ პრიუსამდე ვერცერთმა ჰიბრიდმა ვერ გაამართლა. მისი გამოშვების შემდეგ ჰიბრიდ ავტომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, დღესდღობით კი თითქმის ყველა ავტომწარმოებელი ჰიბრიდი ავტომობილების გამოშვებით არის დაკავებული.





3.Tesla Roadster (2008)


alt

Tesla Roadster კომპანიისთვის პირველი და მსოფლიოში პირველი სპორტული ელექტრო ავტომობილია. როუდსტერამდე რათქმაუნდა არსებობდა მასიურად წარმოებული ელექტრომობილები, მაგრამ განსხვავება ისაა რომ არცერთი არ მიეკუთვნებოდა ძვირფას, სპორტულ ავტომობილებს , რადგან ამისთვის აუცილებელია ავტომობილს კარგი მონაცემები ჰქონდეს და ვიზუალურადაც კარგად გამოიყურებოდეს. როუდსტერი სწრაფიც იყო, გამძლეც და ლამაზიც. მისი გამოშვების შემდეგ მომრავლდა ასეთი ავტომობილების რიცხვი და თითქმის ყველა ძირითადი ავტო-მწარმოებელი ელექტროავტომობილების გამოშვებითაა დაკავებული.




2.
Google (2009)


alt


გუგლმა ბედი ავტოინდუსტრიაშიც გამოცადა 2009 წელს. რათქმაუნდა ყველა სკეპტიკურად იყო განწყობილი კომპანიის ამ გადაწყვეტილების მიმართ, ნუთუ შეძლებდა კომპანია რომელსაც მთელი თავისი არსებობის განმავლობაში შეხება არ ჰქონია ავტომობილებთან გაეკეთებინა ის რასაც თითქმის 150 წლის განმავლობაში მრავალი ავტო-მწარმოებელი და გამოცდილი ინჟინერები ვერ ახერხებდნენ.

 

შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ გუგლმა მეტიც მოახერხა, რადგან კომპანიის პირველი ავტომობილის გამოშვებიდან 9 წლის შემდეგ ჩვენ ვიხილეთ ავტომობილი რომელსაც მძღოლი არ სჭირდება. დღესდღეობით კომპანიის ავტომობილები „Waymo”- სახელით არის ცნობილი. არ არის გამორიცხული რომ ვაიმომ ტესლაზე არანაკლები გავლენა მოახდინოს ავტოინდუსტრიაზე.





1.
Terrafugia (2019)


alt



რამდენიმე
წლის წინ მფრინავი ავტომობილების არსებობა წარმოუდგენელი იყო, მაგრამ კომპანია Terrafugia, რომელიც ვოლვოს და ლოტუსს ფლობს, ასევე სმარტის ნახევარსაც, გვპირდება, რომ 2023 წლისთვის ისინი პირველ მფრინავ ავტომობილს გამოუშვებენ. თუ ეს მათ მოახერხეს Terrafugia- სახელი სამუდამოდ დარჩება ავტოინდუსტრიას