Lightyear One : ახალი მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილი
Lightyear One : ახალი მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილი

 



alt





ჰოლანდიურმა
სტარტაპმა ახალი ავტომობილის პროტოტიპი გამოავლინა. მათი თქმით “One” იქნება პირველი მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილი რომელიც ერთი დატენვით დიდი მანძილების დაფარვას შეძლებს. Lightyear One არის მსუბუქი, 4x4, კუპეს სტილის, 4 კარიანი ავტომობილი.

 

საკმაოდ მსუბუქი მასალების გამოყენების შედეგად ავტომობილს უფრო ნაკლები ენერგიის გამოყენება დასჭირდება ვიდრე სხვა ელექტროავტომობილებს, ამიტომაც Loghtyer One- საკმაოდ მცირე ზომის ბატარეა ექნება, მიუხედავად ამისა ის მაინც შეძლებს დაახ. 700 კმ-ის გავლას ერთი სრული დატენვით.



alt
 

 

1 წლის განმავლობაში ავტომობილი შეძლებს საკმარისი ენერგიის გამომუშავებას იმისათვის რომ ავტომობილმა 20 000 კმ-ის გავლა შეძლოს (მხოლოდ მზის პანელების დახმარებით). სტანდარტული დამტენით კი 1 ღამეში საკმარისი ენერგიის გამომუშავება შეიძლება რომ მეორე დღეს 400 კმ-ის გავლა შეიძლებოდეს

 

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა  : „ავტომობილის მთავარი მიზანია გადაჭრას ის უმთავრესი პრობლემა რომელიც დღესდღეობით ელექტროავტომობილებს აქვთ. კვლევებმა ანახა რომ მყიდველის მთავარი ინტერესი დიდი მანძლების დაფარვა და დამტენების რაოდენობაა როცა საქმე ელექტროავტომობილების შეძენას ეხება“.



კომპანიის პირველი ავტომობილის ფასი საკმაოდ დიდი იქნება (დაახ. 100 000 ევრო), მაგრამ შემდეგ მოდელების ფასი ბევრად უფრო დაბალი იქნება

 

ავტომობილის გამოშვება 2021 წლისთვის არის დაანონსებული. კომპანიას 100 ერთეულის გამოშვება აქვს დაგეგმილი.

 

alt